ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
ჩვენი მიზანია, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაიწყოს ახალი, სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობა თბილისში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ.
მისივე თქმით, ეს იქნება უნიკალური პროექტი, სადაც გაერთიანებული იქნება როგორც სასწავლო პროცესი, ისე საუნივერსიტეტო საცხოვრებელიც.
„ამ მხრივ, ითვლება, რომ შეიქმნება, ფაქტობრივად ახალი საუნივერსიტეტო ქალაქი. მთავარი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება შინაარსობრივი გაუმჯობესება არსებული გარემოსი. ამ მხრივ, ხედვაში არის ერთ-ერთი მიმართულება, ეს იქნება პროფილურად გაძლიერება არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტების“, - აღნიშნა მან.
საუნივერსიტეტო რეფორმაზე მუშაობა იწყება. მიზანია უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივი გარდაქმნა. შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. მოადგილე იქნება განათლების მინისტრი, კომისიის მდივანი კი გახდება პრემიერის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში ლევან იზორია.