ალექსანდრა პაიჭაძე დედობასა და შვილთან ურთიერთობაზე გულახდილად საუბრობს

ალექსანდრა პაიჭაძე

ალექსანდრე პაიჭაძე შვილთან, დემეტრესთან ერთად ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდა. მოდელი დედობასა და შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს:

"დემე მიჩვეულია კამერას. ბავშვობიდან დამყავდა გადაღებებზე და არანაირი კომპლექსი არ ჰქონია, ამ ბოლო დროს კი ხშირად აინტერესებს, თუ რამდენს გვიხდიან. ბავშვები აფასებენ შრომას და სამუშაოსთვის ფულად ანაზღაურებას ითხოვენ - ეს ძალიან მომწონს. მე და დემეტრე მარტოც დავდივართ დასასვენებლად" - ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე.