ახმეტელის თეატრის ლეგენდა, დიდებული მსახიობი - მზია ტალიაშვილი გარდაიცვალა

მზია ტალიაშვილი

ახმეტელის თეატრის ლეგენდა, დიდებული მსახიობი - მზია ტალიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…
ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ლეგენდა, დიდებული მსახიობი - მზია ტალიაშვილი.
ქალბატონი მზიას შემოქმედებითი გზა ქართული თეატრალური ხელოვნებისა და ახმეტელის თეატრის გამორჩეული მატიანეა. მისი მრავალმხრივი ნიჭი და სცენური ოსტატობა მაყურებლის საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას იმსახურებდა.

ახმეტელის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან ის იყო ჩვენი დასის განუყოფელი ნაწილი, ერთგული მეგობარი და პროფესიონალიზმის მაგალითი. მისი წასვლა დიდი დანაკლისია როგორც ჩვენი თეატრისთვის, ისე მთელი ქართული კულტურისთვის.

სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს“

✕