“ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის…” - ხვიჩა კვარაცხელია მონატრებულ სამშობლოზე და იტალიურ ცხოვრებაზე საუბრობს

კვარა

ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიაზე "ნაპოლი" ვიდეომიმართვას ავრცელებს. 

"ყოველდღე მენატრება ჩემი სახლი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის. ამ ქალაქში ფეხბურთით ცხოვრობენ. ისინი ბედნიერები არიან, როცა ფეხბურთს უყურებენ. ეს ისეთი განსხვავებული რამაა, რასაც სხვაგან ვერ ნახავ. ჩემთვის ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მე ძალიან მადლიერი ვარ", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია იტალიის საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" მიერ მის შესახებ გამოქვეყნებულ ვიდეოში.