ჭავჭავაძეზე სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა
1734856864
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, 21 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და რეანიმაციაში მისი დაყოვნების საჭიროება აღარ არსებობს.
„საგრძნობი პროგრესია 21 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მკვეთრი გაუმჯობესებაა ყველა პარამეტრის, მათ შორის, მხედველობისაც. მართალია 100%-ით არ არის აღმდგარი მხედველობა, არც არის ასე ხანმოკლე პერიოდში მოსალოდნელი ასეთი ნახტომი, მაგრამ, პაციენტის შეფასებითვე, დაახლოებით 60-70% უკვე აღმდგარია. საექიმო შეფასებებიც დაახლოებით ემთხვევა პაციენტის შეფასებებს. ყველა პარამეტრი სტაბილურია, თუმცა მისი მდგომარეობა საყურადღებო გახლავთ. ამ ეტაპისთვის მისი დაყოვნება რეანიმაციულ დეპარტამენტში აღარ არის საჭირო და ალბათ დღეს ის გადაყვანილი იქნება იზოლირებულ პალატაში. პაციენტის ყველა ქცევა, მოქმედება გახლავთ ცნობიერი. ითხოვს ადგომას. ბუნებრივია, შეზღუდული გვაქვს გარკვეული მოსაზრებებით სრული თავისუფლება, ასისტირებით ის გადაადგილდება კიდეც. ასე რომ, მისი მდგომარეობა დღესდღეობით დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.