ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმები ადასტურებს, რომ ვლადიმირ პუტინი მშვიდობით დაინტერესებული არ არის

დონალდ ტრამპი კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმები ადასტურებს, რომ ვლადიმირ პუტინი მშვიდობით დაინტერესებული არ არის.

„ბოლო დღეებში პუტინმა თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა - [უკრაინაში] შეჭრის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური იერიში განახორციელა, რომელსაც კიდევ უფრო მეტი სისხლისღვრა, კიდევ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი და ნატოს საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა მოჰყვა“, - განაცხადა სტარმერმა.

„ეს არ არის იმ ადამიანის ქმედებები, რომელსაც მშვიდობა სურს“, - დასძინა მან.

სტარმერის თქმით, მან და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განიხილეს, როგორ გაეზარდათ ზეწოლა პუტინზე, რათა „ის დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც დიდხანს გასტანს“.