ახალი ათონის პარკში ვალენსიის შადრევნის ანალოგი გახსნეს

იალქნიანი ნავი

ახალი ათონის პარკში ვალენსიის შადრევნის ანალოგი გახსნეს

შობის დღეს ახალი ათონის ზღვისპირა პარკში იალქნიანი ნავის ფორმის შადრევანი გაიხსნა.

მისი სიგრძე 6 მეტრია. შადრევანი გედების ხელოვნურ ტბაში დამონტაჟდა.

ინჟინერ თემურ აიუხბას თქმით,მან ვალენსიის მსგავსი შადრევნის ანალოგი შექმნა, მაგრამ შედარებით პატარა მოცულობის,ვიდრე ესპანეთში.

მან პროექტის განხორციელებას ნახევარი წელი მოანდომა. 

იალქნიანი ნავის ფორმის შადრევანი.ქალაქის მოსახლეობის თანამონაწილეობით გაკეთდა. 

ავტორი: თეა შონია