აგროსკოლაში სასწავლო კურსი დასრულდა

აგროსკოლაში სასწავლო კურსი დასრულდა

აგრარული საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და დეფიციტური აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შემუშავებული სასწავლო კურსის სწავლება „აგროსკოლაში“ დასრულდა.

შემაჯამებელ შეხვედრაზე „აგროსკოლის“ კურსდამთავრებულებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი შეხვდნენ და სერტიფიკატები გადასცეს.

აგრარული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამა „აგროსკოლა“ ყოველწლიურად ჩატარდება.