ჩინეთში ახალი ვირუსის პანდემია გავრცელდა - მიღებულია COVID-19 პანდემიის დროს მოქმედი ზომები
1754473678
პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას, სადაც ვკითხულობთ, რომ ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლო, ან საწინააღმდეგო აგიტაციაში მონაწილეობას ეხება.
შალვა პაპუაშვილი წერს, რომ აქამდე ბევრი ფაქტი იყო აგიტაციაში უცხოელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების მონაწილეობის, რაც აღარ უნდა განმეორდეს.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ზურაბ რურუა აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე უცხოელი დიპლომატები აქტიურად მონაწილეობდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, ხოლო პაპუაშვილის მოწოდება სწორედ ამას ეხებოდა.
"საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა თვითმმართველობის არჩევნები და, უკვე ოფიციალურად, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით რეგულაციები უკვე ამოქმედდა.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტორი, უცხოელი პოლიტიკოსების, დიპლომატების მხრიდან, როგორი ჩარევა იქნება იმიტომ, რომ ჩვენ დავინახეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თუ რა დოზით ჩაერია როგორც ევროპარლამენტარები, ასევე აქ აკრედიტებული დიპლომატები. ვნახეთ საფრანგეთის, გერმანიის ელჩის მხრიდან ოპოზიციური პარტიების კამპანიაში მონაწილეობა, ასევე დაფინანსება გარკვეული ღონისძიებების და ა.შ.
მოვუწოდებთ - ჩვენი მხრიდან იქნება პირობა დაყენებული, რომ არ დაარღვიონ ვენის კონვენცია და, რაც მთავარია, სცენ ქართველ ხალხს პატივი", - განაცხადა ზურაბ რურუამ.