აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

ავტობუსები

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება - დაწესდა დროებითი მარშრუტებიც. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 12-13 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი ამოქმედდა და აღნიშნული ავტობუსები მოქალაქეებს 8:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.

მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ "მარჯანიშვილის", "დელისის", "სარაჯიშვილის", "ვარკეთილის", "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიიდან და "დიდუბის" ზედა გასასვლელიდან. ასევე, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის თბილისის მეტროც. 11 აპრილის ღამეს მეტრო 12 აპრილის გამთენიის 4:00 საათამდე იმუშავებს და, ამ შემთხვევაშიც, მგზავრობა უფასო იქნება.