დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1736872068
1 დაღუპული და 4 დაშავებული - აფეთქება თბილისში გვიან ღამით მოხდა
შემთხვევა ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში - საცხოვრებელ კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. ჩამონგრეულია შენობის ფასადი და კედლები.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამგამოიწვია. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ისინი ჯანდაცვის მინისტრმა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულეს.
კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა დროებით საცხოვრებელშიაგადაყვანილი.
"შემოვიდა ინფორმაცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით. "თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირების სამსახურის 114-ის ჯგუფები გამოცხადდნენ ადგილზე. მიმდინარეობს გამოძიება მიზეზის დასადგენად. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ქსელის დათვალიერება, შიგნით შესვლა და სურათის აღდგენა, ჯერჯერობით ვერსიები არ გვაქვს, თუმცა ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ არსებული ქსე3ლი ნორმის ფარგლებშია, რაც ჩანს გარედან ვიზუალურად", - აცხადებს "თბილისი ენერჯის" სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსი ირაკლი დეკანოიძე.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრიც, მიხეილ სარჯველაძე - მისი თქმით, აფეთქების ზუსტ მიზეზებზე საუბარი გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"უბედური შემთხვევა მოხდა, ზუსტი მიზეზები ალბათ გამოძიების დასრულების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ. სავარაუდოდ საუბრობენ გაზის გაჟონვასა ან ქსელის გაუმართაობაზე, რამაც გამოიწვია აფეთქება. რამდენიმე პირი კლინიკაში იმყოფება და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულის არის. ძირითადად ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან . ერთ-ერთი პიროვნების შემთხვევაში მდგომარეობა განსაკუთრებულად საყურადღებოა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საუბედუროდ ერთი ადამიანი გახლავთ გარდაცვლილი. კორპუსი არასრულად იყო დასახლებული, იყო ნაწილი ბინებისა, რომლებიც შეიძლება დაკეტილი ყოფილიყო, რაღაც ნაწილი გაქირავებული, ძირითადად მაცხოვრებლების რაოდენობა ალბათ რამდენიმე ათეული გახლავთ“, - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.