აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 7.5 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 24%-იანი ზრდაა - ეკონომიკის სამინისტრო

aeroporti

როგორი იყო გასული წელი საავიაციო სექტორისთვის - ეკონომიკის სამინისტრო მონაცემებს აჯამებს. უწყების ინფორმაციით, აეროპორტებში მგზავრთნაკადმა მოიმატა და 7.5 მილიონს მიაღწია, რაც 24%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.

24%-ით მოიმატა რეისების რაოდენობამაც. წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება 10 საერთაშორისო ავიაკომპანიასთან, ოპერირება დაიწყო "ავსტრიის ავიახაზებმა", "ტრანსავიამ" და "ეარ ჩაინამ". 2025 წელს კი ქართულ ბაზარზე "ბრიტანეთის ავიახაზები", "იზიჯეტი" და "ედელვაისი" შემოვა.