ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება.
კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება.
"ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი, და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ. მთავარი არის რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა. ამიტომ, უფალი ისეო ქრისტე ამ სიტყვებით, რომ "ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ, მაგრამ მაინც მირწმუნეს", გვეუბნება, რომ არსებობს შემეცნებისა და ცოდნის უფრო მაღალი დონე, ვიდრე ჩვენი გრძნობითი ორგანოების მეშვეობით მიღებული ცოდნა", - აცხადებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი).