„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
„არის ეს 200 000$ ბილეთი სიკვდილის მოსატყუებლად?“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ი, სადაც გერმანული სტარტაპის Tomorrow.Bio-ს თანადამფუძნებელი ადამიანის გაყინვის და შემდეგ მათი გაცოცხლების პროცედურაზე საუბრობს.
Tomorrow.Bio-ს კრიონიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, ემილ კენდზიორა ამბობს, რომ მათი ლაბორატორიის მისიაა პაციენტების გაყინვა და სიკვდილის შემდეგ გაცოცხლება.
კენდზიორა აღნიშნავს, რომ ამ პროცესის მიზანი მხოლოდ პაციენტების გაყინვა არ არის, არამედ მათი მომავალი გაცოცხლება იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც მომავალში შეიძლება უფრო განვითარებული იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ კრიონიკის პროცესი ჯერ არ არის მტკიცედ დადასტურებული, ის თვლის, რომ სამედიცინო ტექნოლოგიები მომავალში საკმარისად განვითარდება იმისთვის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე შესაძლებელია აღდგეს. ამავდროულად, ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამ ტექნოლოგიაში ინვესტირება არის მაღალი რისკის მქონე.
კრიონიკის პროცედურის ღირებულება 200 000$ შეადგენს.
ამჟამად მათ გაყინეს (ან კრიოპრესერვაციის პროცესში გადაიყვანეს) "სამი ან ოთხი" ადამიანი და ხუთი შინაური ცხოველი, ხოლო პროცედურისთვის კიდევ 700-ზე მეტია ადამიანია რეგისტრირებული. 2025 წელს კომპანია გეგმავს საქმიანობის გაფართოებას მთელ აშშ-ს ტერიტორიაზე.
როდესაც პაციენტი პროცედურისთვის დარეგისტრირდება და ექიმი დაადასტურებს, რომ მას სიცოცხლის ბოლო დღეები აქვს დარჩენილი, კომპანია გზავნის სასწრაფო დახმარების მანქანას მის მისამართზე. მას შემდეგ რაც პაციენტი ოფიციალურად მკვდრად გამოცხადდება იგი გადაჰყავთ Tomorrow.Bio-ს სასწრაფო დახმარების მანქანაში, სადაც იწყება კრიონიკის პროცედურა.
„ყველაფერს, რაც შეიძლება გაიყინოს სხეულში, ცვლით კრიოპროტექტიული ნივთიერებით. ეს არის ხსნარი, რომლის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენენ დიმეთილის სულფოქსიდი (DMSO) და ეთილენ გლიკოლი “, - ამბობენ კომპანიაში.
კრიოპრესერვაციის შემდეგ მკვდარი ადამიანის გაცოცხლების წარმატებული შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, არც კი არსებობს კვლევები ცხოველებზე, რომლებიც აჩვენებდნენ კრიოპრესერვაციის პოტენციალს.
კენდზიორა ამბობს, რომ ყველა ახალი სამედიცინო პროცედურა პირველ ეტაპზე საეჭვოდ აღიქმება, სანამ იგი არ გახდება ფართოდ გავრცელებული.
„აიღო გული და სხვა ადამიანს გადასცე თავდაპირველად უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამას ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ“, - ამბობს კენდზიორა ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ.
ის ფიქრობს, რომ კრიონიკაც შეიძლება ერთ დღეს სწორედ ასეთ სიახლეს შორის აღმოჩნდეს.