აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუმინეთში გაემგზავრება

აჭარის კულტურის სამინისტრო

აჭარის კულტურის სამინისტროსა და რუმინეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანის“ ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-რუმინეთის მეგობრობისადმი მიძღვნილი გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. გალა კონცერტი, სახელწოდებით „რიტმები საზღვრებს გარეშე“, 6 სექტემბერს კონსტანცას სახელმწიფო თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება.

შემოქმედებითი საღამო მიზნად ისახავს დამეგობრებულ ქალაქებს - ბათუმსა და კონსტანცას შორის კულტურული დიალოგის განმტკიცებას, ეროვნული თვითმყოფადი ფოლკლორის პოპულარიზაციას, ტრადიციული ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობის გაცნობას. ღონისძიება საერთაშორისო ფესტივალის SEAS 2025-ის პროგრამის ფარგლებში იმართება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს დაიგეგმა.