1740477955
აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ენერგო-პრო

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვა თბილისის მუნიციპალიტეტის სოფელ თელოვანსა და სოფელ დიღომს შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 თებერვალს 12:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ თელოვანში და სოფელ დიღომში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.