„6 ბალიანი ღელვა და ქვეყნის მასშტაბით წვიმა“ - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

შტორმი

აჭარაში ცვალებად მოღრუბლულობას დღესაც ელიან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე კვლავ შტორმი და 6 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

დღეს ქვეყნის მასშტაბით წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი შენარჩუნდება. აჭარაში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკაც. ზარალის დათვლა გამოდარებისთანავე დაიწყება.სტიქიის შედეგებსა და მიყენებულ ზარალზე დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.

ბათუმში გუშინ 7 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ზღვის ტალღებმა ახალი ბულვარის ტერიტორია დააზიანა. წაღებულია საფეხმავლო ბილიკის ნაწილი. დაზიანდა სანაპირო ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები. შტორმი იყო ქობულეთშიც, სტიქიამ ახალ ბულვარში არსებული კაფე-ბარები და სახლის ფასადები დააზიანა. თამარ მეფის ქუჩაზე კი ეზოები და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაიტბორა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძლიერი ქარისა და შტორმის გამო მოსახლეობას მოუწოდებს სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.ზღვისპირა რეგიონში დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 29-30 ნოემბერს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ასევე ნახეთ:

“გამარჯვებას იმსახურებთ…” - ნახეთ, თედო ბექაურისა და ანა ბირთველიშვილის ემოციური შესრულება

გაფრთხილება! - ზღვაზე კვლავ შტორმი და 6 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი