სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ევროკომისია ისრაელის წინააღმდეგ სანქციებს ოთხშაბათს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„ხვალ შეხვედრაზე, კომისრები ისრაელთან დაკავშირებით ზომების პაკეტს მიიღებენ“, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, პაულა პინიომ.
„გეგმა მოიცავს ევროკავშირსა და ისრაელს შორის ევრო-ხმელთაშუა ზღვის შეთანხმებით გათვალისწინებული გარკვეული სავაჭრო დებულებების შეჩერებას, ასევე ექსტრემისტი მინისტრებისა და მოძალადე ახალმოსახლეების სანქცირებას“, - წერს POLITICO.
ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი, კაია კალასი და ვაჭრობის კომისარი, მაროშ შეფჩოვიჩი დამატებით დეტალებს ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გაამჟღავნებენ.