მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1775678204
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, თეა ნოდია 5 მავნე ჩვევას ასახელებს, რომელიც ადამიანის კბილებს ანადგურებს.
„პირველი მავნე ჩვევა არის ჭამის შემდეგ მაშინვე კბილების გახეხვა. ჭამის შემდეგ პირის ღრუში იმატებს მჟავიანობა, რაც ხელს უწყობს კბილის დემინერალიზაციას და მისი ემალის დაზიანებას. ამიტომ უმჯობესია ჭამიდან 30 წუთში გავიხეხოთ კბილები.
მეორე მავნე ჩვევა არის ყინულების ჭამა, რადგან ისინი კბილის ზედაპირს ბზარავენ. მესამე ტკბილი გაზიანი სასმელების მიღება. ამ დროს მათში შემავალი შაქრით ვკვებავთ კარიესის გამომწვევ ბაქტერიებს. მეოთხე მავნე ჩვევა არის, როცა კბილით ვხსნით რამეს, მაგალითად ბოთლს. მეხუთე და ბოლო, როდესაც კბილის ჯაგრისზე ძლიერი ზეწოლით ვიხეხავთ კბილებს, რაც ძალიან აზიანებს ღრძილებს“, - ამბობს თეა ნოდია.