46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო. ღვთის ლოცვა-კურთხევა გვაძლიერებდა ჩვენ და თქვენი სიყვარული - პატრიარქი

ილია მეორე

46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო, - ბრძანა პატრიარქმა, ქადაგებისას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. წირვას ესწრებოდა თავად პატრიარქიც.

„46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო. ღვთის ლოცვა-კურთხევა გვაძლიერებდა ჩვენ და თქვენი სიყვარული. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისთვის“, - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ უწმინდეს მღვდელმთავრების სახელით პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მიმართა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.