„4-ში დაბადების დღე გაქვს და ერთად აღვნიშნოთ!“ - კლასელები დაკარგულ ალექსანდრეს მიმართავენ

ალექსანდრე მიქელაძე

ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ.

ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

სოციალურ ქსელში ალექსანდრეს კლასელების მიმართვა გავრცელდა, ისინი ბიჭს დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.