ახალციხეში, ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
1746457646
23 თებერვალი, ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. პარლამენტის სასახლის ეზოში, 1921 წელს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე და მოწვეული სტუმრები, იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
103 წლის წინ, კოჯორსა და ტაბახმელაში რუსეთის მე-11 არმიასთან უთანასწორო შეტაკებებისას ქართველი იუნკერების თავგანწირვა საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად იქცა.