21 აგვისტოს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

21 აგვისტოს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს. 

„ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ნადარეიშვილის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების, ვირსალაძის, სოფიევას და მეფე ლუარსაბ პირველის ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში.