მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ
1740592521
Airbnb-ის მონაცემებით, საქართველოში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტი 2024 წელს გაიზარდა. გასულ წელს, დატვირთვის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელმა 46.1% შეადგინა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +1.2%-ია.
2024 წლის დეკემბერში, საქართველოში, Airbnb-ზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების 44.8% იყო დატვირთული, რაც +2.6%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
2024 წლის დეკემბერში თბილისში Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტმა 48.4% შეადგინა, ზრდა 2023 წლის დეკემბრის თვის პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.
აღსანიშნავია, რომ Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტებზე მოთხოვნა გაზრდილია კომპანია Galt & Taggart-ის მონაცემებით.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, თბილისში Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებზე მოთხოვნა გაიზარდა +9.5%-ით 2023 წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ბათუმში 20.8%-ით.