2008 წლის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა პარაკლისი და მოგვიანებით პანაშვიდი გადაიხადა

პარაკლისი

2008 წლის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად პარაკლისი და მოგვიანებით პანაშვიდი გადაიხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა. მეუფე ანდრიასთან ერთად, გორის საკათედრო ტაძარში ეპარქიის სამღვდელოება, მსახურებას შერიგების სახელმწიფო მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ გვირგვინებით შეამკეს ტაძრის მიმდებარედ აღმართული, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების სტელა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებით დატვირთულია უდიდესი გულის ტკივილით, რომლითაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იმ უმძიმეს დანაკარგს, რაც უკავშირდება 17 წლის წინ განხორციელებულ რუსეთის ფედერაციის ფართო მასშტაბიან სამხედრო აგრესიას და ჩვენი განუყოფელი ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციას. დღესაც ტრადიციულად, გორის მსურს განსაკუთრებული პატივი მივაგო ჩვენი სახელოვანი გმირების ხსოვნას, სიმამაცით და სულიერი სიმტკიცით გამორჩეულ ჩვენს მამულის შვილებს, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომში თავი შესწირეს ერთიანობის და ღირსების დაცვას“, - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.