ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
ისტორიული წყაროების მიხედვით, პირველი პრიმიტიული წესით დამუშავებული ჩაი საქართველოდან, კერძოდ კი გურიიდან სანქტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე წარადგინეს. გურულ ჩაის დიდი მოწონება და მედალიც კი დაუმსახურებია. ეს იყო სოფელ გორა-ბერეჟოულში მოყვანილი და ერისთავების მამულში დამუშავებული ჩაი.
წყაროების მიხედვით, დღევანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორა-ბერეჟოულში, რომელიც მაშინ ე.წ. გურიის საერისთვოს ცენტრს წარმოადგენდა, მიხეილ ერისთავმა ოზურგეთიდან მამია მე-5 გურიელის ბაღიდან ჩაის ნერგები წამოიღო და თავის მამულში დარგო და ჩაის წარმოებასაც მიჰყო ხელი.
თავად, გორა-ბერეჟოულის სასახლე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლია, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის გურიის ერისთავების რეზიდენციას წარმოადგენდა. აშენებული იყო საბრძოლო დანიშნულებით XVII-XVIII საუკუნეებში.
სასახლის ირგვლივ ერთი ჰექტარის ფართობზე გაშენებულია დენდროლოგიური პარკი, სადაც წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები: ფანქრის ხე, კანფეტის ხე, გიგანტური სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკგო და სხვა.