„სახლში ნახეს გარდაცვლილი...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1779479477
„გარდენიას“ მფლობელ, მებაღე ზურა შევარდნაძის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში „გარდენიას“ ერთ-ერთი თანამშრომელი ეხმაურება. პოსტის ავტორი ამბობს, რომ 17 წელია ზურა შევარდნაძის გუნდის წევრია და საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებასა და იმ ურთიერთობაზე უყვება, რომელიც მასსა და მის მასწავლებელს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
„„17 წელია გარდენიაში ვმუშაობ, ფაქტობრივად აქ გავიზარდე .ზურაბ შევარდნაძემ საპატრიარქოს სასწავლებლიდან წამომიყვანა(იქ ზურა განსაკუთრებულად უყვართ), გვერდით დამიყენა, მასწავლა, მიმითითა, ამიხსნა და არასდროს დაზარებია პირადი მაგალითის, გამოცდილების უშურველად გაზიარება. ამ სწავლაში იყო რა თქმა უნდა შენიშვნა და კრიტიკა, იყო შექება და დიდი მადლობა – ასე იოლადაც არ გაუვლია ამ ყველაფერს,მაგრამ არც ერთხელ შეურაცხყოფა!!!!!
ვიმეორებ,არც ერთხელ!!!!! რასაც ეს ბოლო დღეებია ვხედავ, იმაზე მეტია ვიდრე ამ აჟიოტაჟის მიზეზი! ამ დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ესეც გაივლის,მომავალში რაც იქნება ისიც! ისევ დაზამთრდება და ისევ მოვა გაზაფხული! მოდით, პირველი მან ისროლოს ქვა, ვინც უცოდველია!!! მემაყება რომ ჩემი მასწავლებელი გქვიათ! გაგიმარჯოთ ““,- წერს თანამშრომელი.