„15 წუთი გველაპარაკა... „ბერი კაცი ვარ“ მიმღერეთო“ - სვიმონ ჯანგულაშვილი პატრიარქზე

ილია მეორე

სვიმონ ჯანგულაშვილი ილია მეორეს იხსენებს. 

„თავისი სნეულების გამო ხან ლაპარაკობდა, ხან ვერ ლაპარაკობდა. უცბად 15 წუთი გველაპარაკა. „ბერი კაცო ვარ“ მიმღერეთო. ეს სიმღერა ძალიან უყვარდა. სხვათა შორის ილია ჭავჭავაძესაც ძალიან ეს სიმღერა. სულ იყო ამ სულიერ ერთიანობაში. დიდ ქართველებთან. გალაკტიონს აუგო წესი და შემთხვევით არ არის, რომ გალაკტიონის გარდაცვალების დღეს გარდაიცვალა. მე მგონია, რომ ეს ღვთიური ადამიანები წმინდანებთან ერთად დახვდებიან იქ და მათთან ერთად იქნება“,  - ამბობს სვიმონ ჯანგულაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა. კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.