„15 წლის დღეობას, გვაჩუქე ბედნიერება ყველას და დაგვიბრუნდი...“ - ალექსანდრე მიქელაძეს საფეხბურთო სკოლა მიმართავს

ალესანდრე

ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძე დღეს 15 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით, საფეხბურთო სკოლა „პორტუს ბათუმი“ მილოცვის პოსტს აქვეყნებს, სადაც მოზარდს გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

„მთელი კლუბის სახელით დაბადების დღეს ვულოცავთ ალექსანდრე მიქელაძეს.  ჩვენო ოქროს ბიჭო, 15 წლის დღეობას გვაჩუქე ბედნიერება ყველას და დაგვიბრუნდი. შენი საფეხბურთო ნიჭი და პიროვნული თვისებები ფასდაუდებელია ჩვენი პატარა კლუბისთვის... უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს“, - ვკითხულობთ ფეისბუკ პოსტში.

ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ.

ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.