ვინ არის კახეთში მოკლული კაცი და მკვლელობაში ბრალდებული - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

ხეირ ხაბაროვი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მოკლული მამაკაცი, 35 წლამდე ასაკის იაშარ ჯაფაროვია.
პოლიცია ამ დრომდე ეძებს, 36 წლის ხეირ ხაბაროვს, რომელმაც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ყოფილ ცოლს, მისი ქმარი კი, მოკლა.

როგორ განვითარდა კონფლიქტი, ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად, ამის გამო ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა.

შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, წუხელ მოხდა. ფაქტის მომსწრე არის მოკლულის დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ:

„ბავშვები ეთამაშებოდნენ წყალში... გული გაუსკდა ამ დროს... ის ჩემი ანგელოზია, სცენაზე, როცა ვუკრავ, მხარზე ხელი დაუდია…“ - დათო ევგენიძის პირადი ტრაგედია

„სულ ამერია ცხოვრება… სამსახურიც დავკარგე, ოჯახიც დამენგრა, ბანკის ვალში ვიხრჩობი…“ — შესჩივლა კაცმა მოძღვარს" - ნახეთ, როგორ შეცვალა მოძღვარმა მისი ცხოვრება