„ცოლი სასტიკად სცემა, რადგან ჩუსტები საწოლთან არ დახვდა...“ - რას ჰყვება ადვოკატი კაცზე, რომელიც შვილმა მოკლა

მკვლელობა

ახალსოფელში მომხდარი მკვლელობა საზოგადოებისთვის ცნობილია. უმძიმესი ფაქტი 11 მაისს მოხდა, კონფლიქტის დროს 21 წლის ბიჭმა დანით 50 წლის მამა მოკლა.

ბრალდებული ძალოვნებმა იგი იმავე დღეს დააკავეს და მას მამის განზრახ მკვლელობაში დასდეს ბრალი. ამ დრომდე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და წინასასამართლო სხდომა თვის ბოლოს გაიმართება. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზები, გამოკითხული არიან ოჯახის წევრები, მეზობლები, ნათესავები და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

21 წლის ბიჭი ახლა გისოსებს მიღმა იმყოფება უმძიმესი ბრალდებით და სასამართლო პროცესების დაწყებას ელოდება. როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ უსწრებდა კონფლიქტი. მისთვის წაყენებული ბრალი საკმაოდ მძიმეა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. თუმცა ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი დარწმუნებულია, რომ დაკავებულის გამართლებას შეძლებს. როგორც ირკვევა, სოფელ ახალსოფელში, კობახიძეების ოჯახში კონფლიქტების შესახებ ადგილობრივებმა იცოდნენ, მოკლულ მამაკაცს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და ამის გამო სახლში კონფლიქტები ხშირად ხდებოდა. თურმე, მეზობლებსაც უწევდათ ჩარევა და გაშველება. ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი ირწმუნება, რომ ბრალდებული იმ დღეს მამისგან თავს იცავდა.

ზურაბ როსტიაშვილი: 

- ბრალდებულ კახა კობახიძეს პროკურატურამ ბრალი ოჯახის წევრის, მამის მკვლელობისთვის წაუყენა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ მთელმა სოფელმა იცის, რომ კახა არის უდანაშაულო. ამ ფაქტის ჩადენიდან რამდენიმე დღეში გახდა 21 წლის, ჰყავს 17 წლის ძმა, ნოდარ კობახიძე. ისინი 5 წლიდან მამის ტერორის ქვეშ იზრდებოდნენ. მამამისი ბავშვობიდან ჯოხით სცემდა სასტიკად შვილებს. 5 წლის იყო კახა, ისე სცემა მამამ, ძლივს გამოსტაცეს ხელიდან. ბავშვს მთელი სხეული ჩაულურჯდა. პრობლემა იყო სიმთვრალე, რომ დათვრებოდა ყველანაირად აგრესიული ხდებოდა. მიზეზი არ სჭირდებოდა ჩხუბის დასაწყებად. სცემდა ცოლს, სახლში ამტვრევდა ნივთებს, ხშირად ხმარობდა დანას და გაუთავებლად იყო კობახიძეების სახლში დავიდარაბა.

ქუჩაში სხვებთანაც ჰქონდა კონფლიქტები და ეს ყველამ იცის. სიმთვრალეში იყო ძალიან აგრესიული, სიფხიზლეში კი - რადიკალურად განსხვავებული. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე გაბრაზებულმა წალდით სახლში სამზარეულოს ავეჯი დაჩეხა. მისი ყოველი დალევა ოჯახისთვის იყო ტრაგედია, რადგან აწიოკებულები იყვნენ, ხან რომელ მეზობელს აფარებდნენ თავს, ხან რომელს. 2 თვის ფეხმძიმე იყო მისი ცოლი, პირველად ფიზიკურად რომ გაუსწორდა, რადგან გაიღვიძა და საწოლთან არ დახვდა ჩუსტები. ასეთ ტერორში გაიზარდნენ შვილები. უმძიმესი ცხოვრება გამოიარა მისმა ცოლმა. რომ წამოიზარდნენ შვილები, უკვე კახას უწევდა მთვრალი მამის დაწყნარება და ის ამშვიდებდა ხოლმე. შვილები რომ მუშაობდნენ, ისიც კი არ მოსწონდა, თურმე, ეუბნებოდა, სხვისი მონა არ უნდა იყოთო. თვითონ ნასამართლევი იყო, 7 წელი და 7 თვე მოიხადა ციხეში, ბრალად ედებოდა მკვლელობა და ყაჩაღობა. 11 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ აქედან 8 წელი მოიხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. უმძიმესი ცხოვრება გამოიარა მისმა მეუღლემ, რომელიც შიშით ელოდებოდა მის ყოველ დალევას და როგორც კი ის მთვრალი გამოჩნდებოდა, რომ არ ეცემა ცოლი, ხან ერთ მეზობელთან იმალებოდა, ხან - მეორესთან.

- რატომ არ შორდებოდა მოძალადე ქმარს, თუ ასეთ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა?

- ვერ შორდებოდა, რადგან ის მოკვლით ემუქრებოდა, - თუ წახვალ სახლიდან, იცოდე, სისხლის გუბეებს დავაყენებ, მოგკლავ შვილებიანად, სადაც უნდა წახვიდე, მაინც მოგაგნებო. ასე აშინებდა და მასაც ეშინოდა. ამიტომ უძლებდა ამ მძიმე ცხოვრებას და მის ცემა-ტყეპას. მთელმა სოფელმა იცოდა მისი ხასიათი და მკვლელობის დღის ჩაწერილ მათ ინტერვიუებს თუ მოისმენთ, ყველა ამბობს, მოაკვლევინა თავიო... ბოლოს 2018 წელს ქურდობისთვის დაიჭირეს და მაშინ 2 წელი იჯდა. მისი დაკავება და ციხეში გაშვება ოჯახისთვის იყო შვება, რადგან ეს ორი წელი მშვიდად ცხოვრობდნენ. სრულად წაიკითხეთ