რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა
1786997599
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მახინჯაურში, ზღვაში გემსაწინააღმდეგო ნაღმი ტივტივებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა შესაბამისი სპეცტექნიკის საშუალებით დაათვალიერა ინიციატორის მიერ მითითებული ზღვის პერიმეტრი.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა ადგილზე ხის მორი იპოვეს. შსს-ში აცხადებენ, რომ რეაგირებენ ყველა მსგავს შეტყობინებაზე.