სროლა ბათუმში - მაღაზია "უნივერსამში" შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა

ამერიკის პოლიცია

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, წუხელ, დაახლოებით ღამის 3 საათზე სროლის ხმა იყო.  შემთხვევის ადგილზე პოლიციის ათამდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "უნივერსამში" შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა, თუმცა მაღაზიიდან მოახერხეს დაცვის პოლიციასთან დაკავშირება.

არსებული ცნობით, შეიარაღებულ პირს მაღაზიიდან არაფერი წაუღია. მან პოლიციელების მისამართით გაისროლა, თუმცა ის დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: „უნდა მიშველოთ, უნდა გადამარჩინოთ!...“ - ოჯახი, რომელსაც გურიაში სტიქიამ საცხოვრებელი გაუნადგურა, დახმარებას ითხოვს

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც სექტემბერში ფინანსური სიურპრიზი და კარიერული წარმატებები ელის

VIDEO: უმძიმესი კადრები სტიქიის ზონიდან - ლიბიაში დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა