„სოფლიდან, მისი სურვილის წინააღმდეგ წამოიყვანეს...." ახალი დეტალები დაკავებული ცოლ-ქმრის საქმეში, რომლებიც უნარშეზღუდულ ქალს სექსს აიძულებდნენ

ვინ არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი

ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ცოლ-ქმრის, ხათუნა და ლევან აბულაძეების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

საქმეში დევს შშმ ქალის დედის გამოკითხვის ოქმი, სადაც საუბარია იმაზე თუ როგორ სცადა შვილის წაყვანა სოფელში, თუმცა ბრალდებულები ჩავიდნენ მასთან და იგი დააბრუნეს იგივე ადგილას იძულებით გააგრძელა საქმიანობა. 

 ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულთა დანაშაულს დაადასტურებს და გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ განიხილა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და სრული მოცულობით დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. ასევე დაცვის მხარეს ჰქონდა მოპოვებული გარკვეული მტკიცებულებები. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ალბათობის მაღალი ხარისხი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მათ მიმართ საქმეზე იქნება გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი და საქმე გადაეცა არსებით განხილვას. არსებით განხილვაზე ბრალდების მხარე გამოიკვლევს ყველა მტკიცებულებას და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდება ბრალდებულების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენა“, - ამბობს პროკურორი.