ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული როინ მებონია განაჩენის მოლოდინშია. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს სასამართლოში მონაწილეობის უნარი და მისთვის უცნობია ისარგებლებს თუ არა ის საბოლოო სიტყვით.
ექსპერტიზის დასკვნით, როინ მებონია შემთხვევის დროს შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას ფსიქიატრიული მკურნალობა სჭირდება.
თბილისში მამაკაცმა ცოლი 2022 წლის მაისში ავტობუსში მოკლა. შემთხვევა გურამიშვილის გამზირზე მოხდა. კაცმა ცოლს ყელი არასრულწლოვანი შვილებით თანდასწრებით გამოჭრა. გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული 27 ჭრილობა ჰქონდა.