რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ბათუმში, სადაც ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
1789826691
სენაკში, რამდენიმე წუთის წინ, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, მან მოქალაქეს ჩანთა გასტაცა და ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ კაცი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.