რამიშვილის განცხადებით, სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე

რამიშვილი

თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება, - ამის შესახებ ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.

„თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება. შეიძლება იყოს ინფორმაცია, განცხადება, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს ძალოვანმა სტრუქტურებმა. მე მივესალმები, ეს უნდა გააკეთონ, უნდა გამოიძიონ სრულად“, - განაცხადა რამიშვილმა.

ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.