წყალი 9 საათით შეწყდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1752778869
რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობის და განკარგვის ფაქტებზე ორ დაკავებულს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორ გიორგი ხაჩიძის განცხადებით, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
„საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მომავალში არ გამოვრიცხავთ სხვა პირების გამოვლენასაც“, - განაცხადა ხაჩიძემ.
ადვოკატ ზაქრო გვიშიანის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს არ აღიარებს.
„ჩვენ მოვითხოვეთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, მაგრამ ალტერნატივის სახით მოვითხოვეთ 10 ათასი ლარის გირაოს გამოყენება. სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა - პატიმრობა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენ დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ“, - აღნიშნა ადვოკატმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ამ დანაშაულის სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო განვითარება აღკვეთა.