1740388520
პატიმრების გაქცევის საქმეზე ბადრაგი დააკავეს

"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული ერთი პატიმარი დააკავეს. ამასთან, დაკავებულია საბადრაგო სამსახურის ერთი წევრი.
შეგახსენებთ, რომ "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 379-ე მუხლით დაიწყო, რაც პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანისას, მსჯავრდადებულების ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს. მუხლი 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გაქცეული პატიმრები გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან იყვნენ, მათგან ორი კი არასრულწლოვანია - ისინი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს. ოფიციალურად, ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.
ასევე დაგაინტერესებთ:
საგანგაშო კვლევა - კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა შეუზღუდოთ ბავშვებს ეკრანთან დროის გატარება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში?
1740423990