პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გორის რაიონულმა სასამართლომ ნიკა საბაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა. საბაშვილს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
საქმე ეხება 2 დღის წინ, გორში მომხდარ გახმაურებულ ფაქტს, რომლის დროსაც მანქანების ხელოსანმა ქუჩაში 2 ადამიანი მოკვლა სცადა.
აქედან ერთი მალევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. დანაშაულის ჩადენის მოტივად დაცვის მხარემ ფულის გამოძალვა დასახელდა და განმარტა, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"მოსამართლემ მიიჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე პატიმრობის გამოყენება გამართლებულია. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლომ ეს, არა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არამედ წარდგენილი ბრალდების სიმძიმიდან მიიღო.
ვინაიდან მუხლი ითვალისწინებს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას და სასამართლო იძულებული იყო ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ ჩავიბარებთ თუ არა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში,"-აცხადებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.