მეუღლისა და ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლო

"ცოცხლები რომ იყვნენ, ახლაც მოვკლავდი" - ასეთი განცხადება გააკეთა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების განხილვისას, სასამართლო პროცესზე, მეუღლისა და ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა.

ზურაბაშვილმა სასამართლოს დაუდასტურა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სამივე პირის მკვლელობა თავად ჩაიდინა და მკვლელობის მოტივად, ეჭვიანობა დაასახელა.

ბრალდებულმა სასამართლოს განუმარტა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, მეუღლისა და ერთ-ერთი გარდაცვლილის ურთიერთობის შესახებ, რის გამოც მკვლელობის გადაწყვეტილება მიიღო.

თელავის რაიონულმა სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამმაგ მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატმა, გიორგი ფარადაშვილმა, პროცესზე აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, შუამდგომლობა არ დააყენა და გადაწყვეტილება სასამართლოს მიანდო. ამავდროულად, ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურატურის არგუმენტს მიმალვის, ან ხელახალი დანაშაულის საფრთხის არსებობაზე. ფარადაშვილმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, პოლიციას თავად ჩაბარდა.

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, 28 აგვისტოს მოხდა.

40 წლის მამაკაცმა მეუღლე და ორი ადამიანი, რამდენიმე გასროლით მოკლა.

მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში , ზვიად ზურაბაშვილს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ელოდება.