„მარიტა ამაზე არ ლაპარაკობდა... ნერვები ეშლებოდა“ - გაუხმაურებელი დეტალები მკვლელობაში ბრალდებულზე

სასტიკი მკვლელობის დეტალები

ახალგაზრდა ქალის მორიგი სასტიკი მკვლელობა თბილისში მოხდა, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი 31 წლის ყოფილმა მეუღლემ თოკით გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი საბარგულში ჩადო, ხევისაკენ გაემართა და იქ გადააგდო. საქმე მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

„კვირის პალიტრას“ მოკლულის მეგობარი ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მკვლელის ფსიქიკური პრობლემების არ სჯერა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან

გაშორების შემდეგ მას მარიტასთან მისვლა-მოსვლა არ შეუწყვეტია. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ სამსახურში აკითხავდა. მარიტას არ სიამოვნებდა, მაგრამ კონტაქტს ვერც შეწყვეტდა, რადგან საერთო შვილი ჰყავდათ, სხვა მასთან საერთო არაფერი ჰქონდა. თანაც, ეს ნაძირალა არც ემუქრებოდა, უბრალოდ, მიდიოდა და მარიტას ამაზე ნერვები ეშლებოდა.

მუქარები, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაიწყო, თუმცა, სხვებმა ამაზე არაფერი იცოდნენ, მარიტა ამაზე არ ლაპარაკობდა.

- გარდაცვლილის ყოფილმა ქმარმა აიყვანა ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდებული ფსიქიკურად არის დაავადებული და ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა.

- თუ ამას იმიტომ აკეთებს, რომ პატიმრობა აარიდოს, მაშინ უსამართლო კანონმდებლობა გვქონია და ყველა საფრთხის ქვეშ ვართ. პირადად ვიცნობ ამ კაცს, ის გამორჩეული იმით არის, რომ არამზადა და უსაქმურია; თავის სიცოცხლეში, კომპიუტერთან ჯდომის გარდა, არაფერი გაუკეთებია და არც აპირებდა გაკეთებას. ფსიქიკურად გაუწონასწორებლობას არ ამჟღავნებდა. ყოველ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ადამიანმა ამდენი რამ მოიფიქროს - ავტომანქანა იქირაოს, თოკი მოიმზადოს ყოფილი ცოლის დასახრჩობად; მანამდე კი ისე დატკბეს, რომ ყოფილი ცოლი, რომელსაც მასთან კონტაქტი არ სიამოვნებს, ავტომანქანაში ჩაჯდომაზე დაითანხმოს.

ასეთი ფსიქიკურად გაუწონასწორებლობა ჩემთვის წარმოუდგენელია.

ფსიქიკურად გაუწონასწორებელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იმდენს როგორ მოიფიქრებდა, რომ გოგო დაახრჩო, გვამი მანქანაში მანამდე დამალა, სანამ შეუმჩნეველ ადგილას, ღრმა ხევში არ გადააგდებდა, სადაც უამრავი ძაღლი დადის. ძაღლებისთვის?! როგორც ვიცი, გვამი შემთხვევით გამვლელმა აღმოაჩინა, თორემ რამდენიმე ხანში, ძაღლების გამო, ალბათ იქ აღარც იქნებოდა. სრულად

 

 

„ისე დატკბა, რომ ყოფილი ცოლი ავტომანქანაში ჩაჯდომაზე დაითანხმა“ -