საბერძნეთისა და ალბანეთის საზღვარზე მსოფლიოში ყველაზე დიდი აბლაბუდა აღმოაჩინე

ყველაზე დიდი აბლაბუდა

საბერძნეთისა და ალბანეთის საზღვარზე მდებარე გოგირდოვან გამოქვაბულში, სპელეოლოგებმა 106 კვადრატული მეტრის ფართობის აბლაბუდა აღმოაჩინეს. ის მსოფლიოში ყველაზე დიდად აღიარეს. შესაბამისი კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Subterranean Biology-შია გამოქვეყნებული.

ეს აბლაბუდა არა ერთიანი ქსოვილი, არამედ ათასობით მცირე ქსელის ერთობლიობა, რომლებიც ერთ სტრუქტურაშია გაერთიანებული. მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ ამ აბლაბუდაში Tegenaria domestica-ს სახეობის დაახლოებით 69 ათასი ობობა და Prinerigone vagans-ის სახეობის 42 ათასზე მეტი ობობა ცხოვრობს.

კვლევამ ამ სახეობებში კოლონიური ქცევა პირველად დაადასტურა. სპეციალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ გამოქვაბულში Tegenaria domestica და Prinerigone vagans ნადირობენ ქინქლებზე, რომლებიც მიკრობული ბიოაპკებით იკვებებიან.

მოლეკულურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ გამოქვაბულის ობობები ზედაპირზე მცხოვრები თავიანთი ნათესავებისგან განსხვავდებიან. მათი ნაწლავის ფლორა ნაკლებად მრავალფეროვანია, ხოლო გენეტიკური თავისებურებები მარადიულ სიბნელესთან და გოგირდოვან გარემოსთან ადაპტაციაზე მიუთითებს.