დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
გორგაძე შეუძლოდ პროცესის დაწყებისთანავე გახდა. ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, გორგაძემ დილით უზმოზე თავის ტკივილის გამო ტკივილგამაყუჩებელი დალია. ამასთან, რამდენიმე დღის წინ მას ფილტვების ანთება ჰქონდა, ეს მდგომარეობა კი, მისი თქმით, ფილტვების ანთების შემდგომ პერიოდს ახასიათებს.
პროცესზე შესვენება იყო გამოცხადებული. ამ დროისთვის პროცესი განახლებულია და ბრალდების მოწმე იკითხება.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რვა პირი: ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და გიორგი გიორგაძე.