იციკ მოშეს მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო სხდომა იმართება

მოშე

იციკ მოშეს მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო სხდომა იმართება ამ წუთებში სასამართლოში ებრაელი ბიზნესმენის, იციკ მოშეს მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულების სასამართლო სხდომა იმართება. პროცესს პაკისტანელი ამირ ხანი და მისი მოკავშირეობის ბრალდებით დაკავებულები ესწრებიან. სამივე მათგანს, ამ ეტაპზე, იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. ისინი ექვსი თვის წინ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებით დადგინდა, რომ სავარაუდოდ, პაკისტანელი "ქილერი" საქართველოში გასული წლის სექტემბერში შემოვიდა, მისი სამიზნე კი ებრაელი ბიზნესმენი იციკ მოშე იყო.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ბრალდებული ამირ ხანის ადვოკატმა.

"გამოძიება დაიწყო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ნიშნავს და დამთავრდა აღნიშნული მუხლით. რაიმე დამატებითი მუხლი ამირ ხანისთვის არ წარუდგენიათ. იარაღის ნაწილში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის ცნობდა თავს დამნაშავედ და ამ ეტაპზე არ ვიცი.

ბრალდებულს უფლება აქვს შეიძლება რაღაცა მოიგონოს, თავის გასამართლებლად თქვას, შესაბამისად, ოფიციალურად სასამართლოზე რას დაადასტურებს არ ვიცი... როდესაც მტკიცებულებებით რაიმე ფაქტი არის გამყარებული, პროკურატურა ვალდებულია დამატებითი ბრალი წაუყენოს, რაც დღემდე არ მომხდარა," - განაცხადა ამირ ხანის ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ