1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩვენი ინფორმაციით, გაქცეული პატიმრები გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან იყვნენ, მათგან ორი კი არასრულწლოვანია - ისინი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს.
„ავერსის“ კლინიკის დირექტორის, დიმიტრი ჯორბენაძის განცხადებით პატიმრები სამკურნალო დაწესებულებაში არ შესულან და მათ მიმდებარე ტერიტორია მალევე, მას შემდეგ დატოვეს, რაც საბადრაგო სამსახურის ავტომობილი დატოვეს.
მისივე თქმით, სამართალდამცველებს ყველა საჭირო კამერის ჩანაწერები გადასცეს.
„პატიმრების გაქცევა ეზოდან მოხდა და საგამოძიებო მოქმედებები იქ მიმდინარეობდა. დაიბარეს თუ არა ვინმე დაკითხვაზე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. მოგვმართეს თხოვნით, რომ სათვალთვალო კამერებზე [წვდომა] მიგვეწოდებინა მათთვის და ყველა კამერის ინფორმაცია სრულად მივაწოდეთ, რაც მათ სჭირდებოდა. ფაქტს არ შევსწრებულვარ, დაცვის სამსახურმა მითხრა, რომ დავინახეთ, რომ ეზოდან ვიღაცები გარბოდნენო, სხვა ინფორმაცია არ მაქვს“ - განაცხადა დიმიტრი ჯორბენაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 379-ე მუხლით დაიწყო, რაც პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანისას, მსჯავრდადებულების ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს. მუხლი 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ: