Exclusive: „გიორგი აღარც კი მოძრაობდა... ძალიან შეგვეშინდა...“ - სასტიკად მოკლული 19 წლის ბიჭის საქმის დეტალები

მკვლელობა

მიმდინარე წლის 26 მაისს, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 19 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდას მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ალხანიშვილი სოფელში მეგობრებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. მომხდარის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა, ხოლო, მკვლელობის მთავარ ფიგურანტს, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ბაჟუნაიშვილი მომხდარიდან მალევე ლონდონში მალევე ლონდონში გაემგზავრა, არსებული ინფორმაციით იგი დიდ ბრიტანეთში დააკავეს. ახლა ადვოკატები მის საქართველოში ექსტრადიციას ელოდებიან.

„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის, ალექსანდრე ახვლედიანის ჩვენება.

„ძალიან შეგვეშინდა ალექსანდრესი, ეს არ იყო ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის თვალები, ეს რაღაც ცხოველი იყო.

გიორგი აღარც კი მოძრაობდა, ვეღარც კი მიუვახლოვდით.... ალექსანდრეს სისხლიანი ჰქონდა ხელები, თითები ჰქონდა გაჭრილი.

ავედი შემდეგ სახლში, ხელები დავინაბე. სახეზე მქონდა, რაღაც მახსოვს და ჩაამოვინაბე.

ალექსანდრემ ბებიას, ელენეს და ბაბუას მოუყვა, რომ გიორგი ფეხში დავჭერი, ღრმა ჭრილობა არ იყო და ტაქსით გავუშვი სახლშიო...“, - ამბობს ალექსანდრე ახვლედიანი საგამოძიებო უწყებასთან.

მოკლული 19 წლის ბიჭის გიორგი ალხანიშვილის, ოჯახის ინტერესების დამცავი მარიამ ბარსონიძე არ გამორიცხავს, რომ საქმეზე დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს და იმ პირების სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს , რომლებიც, ამ ეტაპზე, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არ არიან. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ჩვენება, ბრალდებულის, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის შეყვარებულმა ელენე დოლიძემ მისცა. ოჯახი ფიქრობს, რომ ელენე დოლიძემ მომხდარის შესახებ იცოდა, თუმცა ამის შესახებ საგამოძიებო უწყებას არ შეატყობინა. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

არასრულწლოვნების სექსუალური შინაარსის ფოტოები სოციალურ ქსელში ისე განათავსეს, რომ თავად მსხვერპლებმა არაფერი იცოდნენ - დაკავებულია რამდენიმე პირი

Exclusive: „ვერ ვიაზრებდი, რა მოხდა... ბევრჯერ ჩაარტყა ძალიან... ვერ გავაჩერეთ“ - სასტიკად მოკლული 19 წლის ბიჭის საქმის დეტალები

ბრალდებულის გადაწყვეტილებით, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ