პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
12-მა ნაფიცმა მსაჯულმა 21 წლის კახა კობახიძე მამის მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნო. უმძიმეს საქმეზე მსაჯულებმა უპრეცედენტო ვერდიქტი გამოიტანეს.
სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარდაბნის რაიონში 48 წლის კაცი შვილმა მამა ცივი იარაღით, დანით მოკლა.
დასკვნით სხდომაზე, ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ბრალდებულმა სიტყვის უფლებით ისარგებლა, თავისი სათქმელი მოკლედ თუმცა ემოციურად გადმოსცა:
„რამდენი წელიც არ უნდა ვიცოცხლო, ეს მძიმე ჯვარი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო. მე ისედაც მკვდარი ვარ, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ამ ტკივილს ვერავინ და ვერაფერი ვერ გამინელებს...“.
ასევე დაგაინტერესებთ: