15 წლის მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1779871266
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დემეტრე ჩიქოვანი და დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებული ანა ნასყიდაშვილი, მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დამნაშავედ ცნო.
გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ბრალდებული არასრუწლოვანია, მოსამართლე პატიმრობის წლებს შემდეგ სხდომაზე, 2 ივნისს გამოაცხადებს.
„დღეს დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ბრალდებულების - ანი ნასყიდაშვილისა და დემეტრე ჩიქოვანის მიმართ. ორივე მათგანი ცნობილ იქნა დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ქმედებაში. რაც შეეხება სასჯელის დანიშვნას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელის დანიშვნის სხდომა ინიშნება განაჩენის გამოცხადებიდან ერთი კვირის ვადაში. ამ შემთხვევაში, 2 ივნისს არის ჩანიშნული, შესაბამისად, სასჯელს გავიგებთ აღნიშნულ სხდომაზე“, - აცხადებს პროკურორი ქეთევან სონიძე.
ცნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 8 აპრილს მთავარ ბრალდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით.