1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ აწვალოთ ეს ადამიანი. მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდ დღეშია და არ ჩააგდოთ ასეთ მდგომარეობაში, - ასე მიმართა „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენების მიცემისას.
პროცესზე, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი იკითხებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ პირი, რომელიც ბანკს თავს დაესხა ისე იყო შენიღბული, მისი იდენტიფიცირება უჭირს.
დაზარალებული პროკურორისა და ადვოკატები ს კითხვებს თითქმის ერთი საათს განმავლობაში პასუხობდა. დაცვის მხარის კითხვაზე, თუ აკავშირებდა ის ბადრი ესებუას ბანკში შეჭრილ მძარცველთან, დაზარალებულმა უპასუხა: „ფიზიკურად ისეთი შენიღბული იყო, ნაცნობის რომ ყოფილიყო , ვერ გავაკეთებდი იდენტიფიცირებას. იყო მაქსიმალურად კარგად შენიღბული“.
მოსამართლემ ბრალდებულს მიმართა დაზარალებულისთვის კითხვა დაესვა, რაზეც ესებუა მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
„ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ აწვალოთ ეს ადამიანი. მე ვხედავ , რომ ძალიან ცუდ დღეშია და არ ჩაგდოთ ასეთ მდგომარეობაში“, - განაცხადა ბადრი ესებუამ.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული.